Saturday, June 27, 2015
პროექტი
1.პირამიდა.
2.პროექტის მონაწილეები იკვლევენ პირამიდების წარმოშობის ისტორიას, მათ ადგილ-მდებარეობას,არკვევენ ამ გეომეტრიული ფიგურის თვისებებს, მოიძიებენ მასალებს პირამიდებზე ლიტერატურასა და ხელოვნებაში.
3.მოსწავლეები მოიძიებენ მასალებს და შეისწავლიან პირამიდებს, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთსაოცრებას,გაარკვევენ როდის და აშენდა პირამიდები.გამოიკვლევენ მათ გეომეტრიულ ფიგურას,მოძიებული მასალების საფუძველზე გამოთვლიან ერთ-ერტი
ცნობილი პირამიდის ზედაპირის ფართობსა და მოცულობას.გამოიკვლევენ რა ასახვა ჰპოვა პირამიდებმა ლიტერატურასა და ხელოვნებაში. შეაგროვებენ ფოტო მასალას .
4.პროექტში მონაწილეობენ X-XII კლასის მოსწავლეები.
5.2016 წლის იანვრიდან 2 თვის განმავლობაში. მასწავლებლის მიერ შედგენილი გეგმის მიხედვით
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში; კვლევა,დისკუსიის გამართვა მოძიებულ მასალებზე. ფიგურის მაკეტის შექმნა და ზომების დადგენა,ზუსტი გამოთვლების ჩატარება.
7.შეიქმნას პირამიდის მაკეტი,ფოტო ალბომი,ჩანახატები,გაიმართება ფოტოსურათების გამოფენა.
8.გაიღრმავებენ ცოდნას პირამიდების როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი საოცრების შესახებ,გაეცნობიან ეპოქას,როცა ხდებოდა მათი მშენებლობა, ფოტო გამოფენების ნახვისას მიიღებენ ესთეტიკურ სიამოვნებას
9.საგნებთან კავშირი; ა)ისტორია,გაეცნობიან ეპოქას, ადამიანთა წვლილს ხელოვნების, მეცნიერების და ისტორიული მოვლენების განვითარებაში.
ბ)გეოგრაფია: ამ ადგილის გეოგრაფიული მდებარეობის განსაზღვრა, კლიმატისგავლენა მასზე.
გ)ქართული ენა : ლიტერატურული ნაწარმოების ტექსტის გაგება და თვით გამოხატვა
დ)მათემატიკა: ქმნის სივრცული ფიგურის მაკეტს, პოულობს მის ზომებს და იყენებს მათ პრაქტიკული პრობლემის გადაჭრისას.
ე)ხელოვნება: ამ ადგილის ამსახველი ნახატების,კინო-ფილმების მოძიება და განხილვა, ფოტო გამოფენის მოწყობა.
ვ)ისტი: ინფორმაციის მოპოვება , დამუშავება, ბლოგის შექმნა.
იხილეთ შეფასების რუბრიკა:
Subscribe to:
Posts (Atom)